თუ დანარჩენ მსოფლიოში ქართული ღვინის საშუალო ფასი $3.3-ია, რუსეთში $2.7 ღირს – IDFI

თუ დანარჩენ მსოფლიოში ქართული ღვინის საშუალო ფასი $3.3-ია, რუსეთში $2.7 ღირს – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI]-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ქართული ღვინისთვის რუსეთი ერთ-ერთი იაფ ბაზრად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი რუსეთში გაიზარდა.

კვლევაში წერია, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული ღვინის დამოკიდებულებაც რუსეთის ბაზარზე. კერძოდ თუკი მაგალითად, 2016 წელს რუსეთში რეალიზებული ღვინის ღირებულება 55.8 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 182.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ამას გარდა, ქართული ღვინისთვის რუსეთი ერთ-ერთ იაფიან ბაზრად რჩება და თუკი დანარჩენ მსოფლიოში ერთი ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 დოლარს შეადგენს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 18%-ით ნაკლები – 2.7 დოლარია. შარშან ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა.

ქართული ღვინოს ექსპორტი რუსეთში ბოლო ათ წელში:

  • 2013 წელი – 56.8 მლნ დოლარი
  • 2014 წელი – 111.4 მლნ დოლარი
  • 2015 წელი – 43.3 მლნ დოლარი
  • 2016 წელი – 55.8 მლნ დოლარი
  • 2017 წელი – 98.9 მლნ დოლარი
  • 2018 წელი – 114.5 მლნ დოლარი
  • 2019 წელი – 133.2 მლნ დოლარი
  • 2020 წელი – 119.5 მლნ დოლარი
  • 2021 წელი – 130.7 მლნ დოლარი
  • 2022 წელი – 160.8 მლნ დოლარი
  • 2023 წელი – 168.2 მლნ დოლარი
  • 2024 წელი – 182.6 მლნ დოლარი

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…